ერეკლე დოლიძე: ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრების და მოქალაქეების წინაშე იმ დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე

ერეკლე დოლიძე: ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრების და მოქალაქეების წინაშე იმ დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე

ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა პარტიამ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები,  -  ამის შესახებ გახარიას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა, ერეკლე დოლიძემ განაცხადა. 

მან ისაუბრა იმ გარემოებებსა და პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებზე, რის გამოც გადაწყვიტა, „გახარია - საქართველოსთვის“ დაეტოვებინა. კერძოდ, დოლიძის თქმით, მიუღებელია, რომ პარტიის საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ასევე, გიორგი გახარიამ გასცა ცრუ დაპირება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს შესახებ, ვინაიდან სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა ამ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა.

„საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერც ერთი სასარგებლო პროექტი.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს, ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი. სწორედ ამ და სხვა დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრებისა და მოქალაქეების წინაშე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.“ -  განაცხადა ერეკლე დოლიძემ.

მერაბ.g გახარიამ გვიღალატა და წავიდაო (სინამდვილეში უჭკუობას გაემიჯნა) და მისი ან სხვა ოპო პარტიიდან წასულს ზარზეიმით რომ ხვდებით, ის არაა ღალატი? ნაცებს არ უღალატეს და თქვენთან არ მოვიდნენ ოდიშარია, მიქანაძე, კალაძე და სხვა მრავალი? რატომ კრებთ თქვენთან მოღალატეებს?
1 თვის უკან