მიდის პირდაპირი ცივი პროპაგანდისტული ომი ჩვენი ხელისუფლების, თავისუფალი არჩევნების და თავისუფალი ადამიანების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ.
„პირდაპირ მიდის დასავლეთიდან ხელისუფლების ბულინგი. საძირკველი იყრება იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, ელექტრონული არჩევნები არ იყოს ლეგიტიმურად აღიარებული იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია და მოხდეს ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილად გადაყრილი ენერგიაა, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ და 60%-ზე მეტსაც ავიღებთ“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.