პარამეტრების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, როდესაც ისინი გაწევრიანდნენ ევროკავშირში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის ექსპერტმა ნანა ადეიშვილმა.
მისი თქმით, მაგალითად, სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება 24 ათასი დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.
„ეს არის, დაახლოებით, 45% მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე იმ ქვეყნის, ვთქვათ, სლოვენიის, რომელიც მედიანურ მონაცემებს წარმოადგენს ევროკავშირის 27 ქვეყანაში. ანუ, რას ნიშნავს ეს, რომ სლოვენიას აქვს 53%, 54 ათასი დოლარი აქვს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და ეს წარმოადგენს შუა ზოლს, გამყოფს ამ ქვეყნებს შორის და ამის თითქმის, 45%-ია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ, მათი პროცენტული შემადგენლობა ამ მედიანური ქვეყნის მშპ-ის, იყო უფრო დაბალი, 42% იყო. ანუ, ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერად გამოიყურება.
უფრო ძლიერად გამოიყურება კიდევ სხვადასხვა ინდექსების მიხედვით, რომელიც არის, ვთქვათ, მმართველობის ინდექსები, მაგრამ ახლა მინდა შევაჩერო ყურადღება იმაზე, რომ საქართველო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევროკავშირისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ამუშავდა ეს საშუალო კორიდორი და მაგალითად, შარშან, უკვე ექსპორტის და იმპორტის მოცულობა, როგორც მომსახურებაში, ასევე, საქონლის გამოშვებაში იყო 127 პროცენტი, უფრო მეტი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ღია და გახსნილი ეკონომიკა ევროპაში“, - აღნიშნა ნანა ადეიშვილმა.