კონსენსუსი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მისი ციხეში წამება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოველთვის გავიხსენოთ ის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომ ასეთი ფაქტების გამეორება თავიდან ავირიდოთ.
„კონსენსუსი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მისი ციხეში წამება. 2012 წლის შემდეგ არცერთი ადამიანი არ უწამებიათ ციხეში და მანამდე რუტინულად ხდებოდა ათასობით ადამიანის წამება. არ არის საკმარისი ეს, რომ იფიქრო, რომ სხვადასხვა გალაქტიკებში ხარ? ადამიანზე მაღლა არაფერია, თუ ადამიანის ღირსება შელახე, ამის საფასური არაფერია - არც ევროკავშირი, არც ამერიკა. ქრისტეს სახელითაც არ უნდა მოკლა ადამიანი, არათუ ევროინტეგრაციის გამო. ადამიანის უფლებები მერე გავიხსენოთო, „ახლა მთავარია, ძალით შევრეკოთ ხალხი“ და ასეთ არასწორ იდეაზე იყო აგებული. არ ვიცი ოჯახი, ვისაც რაღაც ტკივილი არ შეეხო იმ რეჟიმისგან. რამდენი საპროცესო გარიგებებით გამოშვებულ ხალხი, პატარა გადაცდომაზე ისევ მუქარის ქვეშ იყო და იყო შიშის სინდრომი. ამას ძირითადი შეფასება უკვე აქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რადგან თუ არ გავიხსენებთ, გამეორდება. ამის საპირწონე არაფერია. ამაზე საუბარი უნდა იყოს, ხალხმა უნდა ნახოს ის მსხვერპლები. საშინელება ხდებოდა, მაგალითად, 26 მაისი დარბევაზე 2 კაცი რომ შეაგდეს სუპერმარკეტის თავზე. მერე მეპატრონეს ეუბნებოდნენ, რომ დენმა დაარტყათო და იმის გამო, რომ მეპატრონემ ტყუილ ჩვენებაზე უარი თქვა, 4 წლით ჩასვეს ციხეში“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.