ლევან გიგინეიშვილი: მგონი უფროს თაობას ახალგაზრდებზე მეტადაც კი უნდა ევროპა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს შეესწრნენ და იციან, რა უბედურება იყო. ამათ შექმნეს ზუსტად ის ჩვენი ევროპული მომავალი

ლევან გიგინეიშვილი: მგონი უფროს თაობას ახალგაზრდებზე მეტადაც კი უნდა ევროპა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს შეესწრნენ და იციან, რა უბედურება იყო. ამათ შექმნეს ზუსტად ის ჩვენი ევროპული მომავალი

მგონი უფროს თაობას ახალგაზრდებზე მეტადაც კი უნდა ევროპა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს შეესწრნენ და იციან, რა უბედურება იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ უფროსმა თაობამ შექმნა ჩვენი ევროპული მომავალი.

„ქართველი ხალხის ევროპელობა კითხვის ქვეშ არ დგას, იმიტომ, რომ ზოგადად, ეროვნული არჩევანია, ჩვენ კი არ ავირჩიეთ, რამდენმა თაობამ აირჩია უკვე. ისეც არ არის, რომ ახალგაზრდებს ევროპა უნდათ და უფროს თაობას არ უნდა. მგონი უფროს თაობას ახალგაზრდებზე მეტადაც კი უნდა ევროპა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს შეესწრნენ და იციან, რა უბედურება იყო. ჩვენ რუსეთი არ გვინდა. რატომ არ გვინდა, დოსტოევსკისა და ჩაიკოვსკის კი არ ვებრძვით, ან ჩეხოვს და ბულგაკოვს, არამედ საბჭოთა კავშირის სისტემა არ გვინდა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა რუსეთში. ესაა, თორემ რუსულ კულტურას კი არ ვებრძვით, რუს ხალხს თვითონ. იმათ, ვისაც საბჭოთა კავშირი ახსოვთ, კორუფციას რომ მიჰქონდა ყველაფერი, მათთვის ევროპა, დასავლეთი, ზოგადად, იყო ხსნა. სოლჟენიცინის წიგნებს, „სამიზდატებს“ ქსეროქსებით უგზავნიდნენ ერთმანეთს, „ამერიკის ხმას“ ჩუმად უსმენდნენ, დაჭერის რისკის ფასად და ეს ხალხია უფროსი თაობა, ამათთან დაპირისპირება როგორ შეიძლება. ამათ შექმნეს ზუსტად ის ჩვენი ევროპული მომავალი.

მე ახლა სკოლაში ვმუშაობ, ერთ ოთახში ვარ მერიკო თორაძესთან. არაჩვეულებრივი ქალია, საკუთარი სიცოცხლის რისკად 1978 წელს გამოვიდა ენის დასაცავად. ის ქმნიდა დამოუკიდებელ საქართველოს. ჩემთვის შთაგონება ის არის. ამიტომ ახალი თაობისთვის ეს ხალხი როგორ არ უნდა იყოს შთაგონება?! არ უნდა იყოს გამიჯვნა თაობების. „ჯენზი“ ხარ თუ „ბეიბი ბუმერი“ ხარ, სიკეთისა და გულწრფელობის მსახურება არ არის ასაკზე დამოკიდებული. შეიძლება „ჯენზი“ იყო არაგულწრფელი, შეიძლება „ბეიბი ბუმერი“ იყო გულწრფელი და მოხუცი კაცი იყო გულწრფელი და არაგულწრფელი. ეს ზოგადკაცობრიული კატეგორიებია და ამიტომ ვფიქრობ, ევროპული არჩევანი დიდმა ტრადიციამ და დიდმა გმირობის ტრადიციამ მოიტანა საქართველოში. ამიტომ ჩვენ ერთიანად უნდა ვხედავდეთ ამას და არა დაყოფებით და დაჩეხით თაობების“, - აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

Aburjga Tasmanieli არა ბატონო ლევან, ჩვენ უფროს თაობას კატეგორიულად არ გვინდა ევროპა და საერთოდ კოლექტიური დასავლეთი! არ გვინდა იმიტომ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ყველაფერი რაც არის იმ წყეულ დასავლეთში! განსაკუთრებითრაც განეკუთნება სულიერების და იდეოლოგიის სფეროს!
1 თვის უკან