გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა რაღაცა პირობებით, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ. თუ ამ პირობების და წითელი ხაზების გადალახვას მოითხოვენ, მაშინ ძალიან ღრმად უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ.
„ჩემთვის ჩანს ორი ალტერნატივა, რასაც ოპოზიცია და ხელისუფლება სთავაზობს ჩვენს ხალხს. ორივე ამბობს, რომ ევროპა უნდათ, ოღონდ ერთი ამბობს, რომ ევროპა უნდათ, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელსაც არ მიიღებენ - ეს არის ხელისუფლების ნარატივი. მეორე მხარის პოზიცია კი არის ასეთი: არანაირი წითელი ხაზები არ აინტერესებთ, მხოლოდ ევროკავშირი და ამით ყველაფერი დამთავრდა. ამ შემთხვევაში არჩევანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ უნდა შეიცავდეს.
ეს ორი ალტერნატივა ძალიან მარტივი ასაწონია - გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა რაღაცა პირობებით, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ. თუ ამ პირობების და წითელი ხაზების გადალახვას მოითხოვენ, მაშინ ძალიან ღრმად უნდა დავფიქრდეთ“, - აღნიშნა ზაზა ნიშნიანიძემ.