ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება ყოველთვის შეასრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძად ქცეულ სიტყვებს - „ მამული, ენა, სარწმუნოება.“
„აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: „მამული, ენა, სარწმუნოება“, და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც.“ - განუცხადა მდინარაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.