შალვა პაპუაშვილი: ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, ტრადიციების, თვითმყოფადობის გარეშე

შალვა პაპუაშვილი: ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, ტრადიციების, თვითმყოფადობის გარეშე

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე. -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

 მისი თქმით, 17 მაისის სახალხო რეფერენდუმი 26 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს, ვინაიდან ეს არჩევნები უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო გამარჯვება.

 26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევნები უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.“ -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.