ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გრძელდება, საქმე თვითგამორკვევასთან გვაქვს, ოპოზიციის და მათი გამარჯვების არათუ მხარდამჭერებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ბოლო დროს, ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ისინი ხვდებიან, რომ ოპოზიციის ლიდერებს არა ქვეყნის ბედი, არამედ საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი ჯიბე და ამბიციები აინტერესებთ, სახელმწიფო და ხალხი კი მათთვის მეორეხარისხოვანია.
"ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გრძელდება, საქმე თვითგამორკვევასთან გვაქვს, ოპოზიციის და მათი გამარჯვების არათუ მხარდამჭერებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ. სიმბოლურია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის დატოვების შემდეგ "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, პარტიები ასევე დატოვეს "გახარიას" და "ლელოს" წევრებმა, ლელოდან წასულმა სულხან კოჩალიძემ პირდაპირ განაცხადა "ვემიჯნები მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გადაწყვიტა". სამწუხაროდ ასეა, ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს არა ქვეყნის ბედი არამედ საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ჯიბე და ამბიციები აინტერესებთ. ადამიანები ხვდებიან, რომ მათი ლიდერები ამ შემთხვევაში სააკაშვილი, ხაზარაძე, გახარია უბრალოდ თაღლითები არიან, ზოგიერთი ხანდაზმული თაღლითიც კი, რომელთაც მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, მათთვის სახელმწიფო და ხალხის ინტერესები მეორეხარისხოვანია!
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის რიგებიდან ადამიანთა გადინებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, როგორც შექსპირი იტყოდა დანიის (ოპოზიციაში) სამეფოში რაღაც ყარს." - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.