ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ეს შეკრება ფარსია.
„ხვალინდელ მარშს, ვითომ ევროპას ამოფარებულ ფარსს, აორგანიზებენ რადიკალური ძალები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის აქცია“. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ თუ მოტყუვდებიან და აქციაზე მივლენ, ეს კითხვები მაინც დაუსვან: რომ გვეუბნებოდით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ ჩვენ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, უნდა აკრძალულიყო ოპოზიციური პარტიები, მოვიდა არჩევნები და ეს არაფერი გამართლდა და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა მოატყუეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.