საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.
მთავრობის მეთაური მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე ეწყობა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია "ანაგი" ახორციელებს.
დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.