მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კლუბი დანი კარვახალის შეძენას არ აპირებს.
როგორც მან თქვა, გუნდში უკვე ჰყავს ესპანელი ფეხბურთელის შემცვლელები:
„იანვარში ტრანსფერებს არ ვაპირებთ, ზოგადად, ძალიან რთულია ბაზარზე „რეალისთვის“ შესაფერისი ფეხბურთელის პოვნა. ჩვენ გვყავს ლუკას ვასკესი, ასევე ედერ მილიტაო, რომელსაც ჩემი აზრით, მარჯვენა მცველად თამაში ძალიან კარგად შეუძლია“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალს“ დანი კარვახალი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. „სამეფო კლუბს“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჟერემი ფრიმპონგი და ანდრეა კამბიაზო დაუკავშირეს.