არასრულ 24 საათში აუფეთქდათ ასეთი ფეიკ-ნიუსი. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.
„როგორც კი გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც ხაზგასმულია ერთი ყველაზე მთავარი მონაცემი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს. მყისიერად ჩაიშალა ამ უსამშობლოების მიერ მართულ ყველა პროპაგანდისტულ მიმართულებაში, მათ შორის, მათ პარტიულ ტელევიზიებში, რომ „როგორმე სასწრაფოდ რაიმე ბინძური ფეიკი მოვიფიქროთ“.
შორსაც ვერ წავიდნენ, ახალიც ვერაფერი ვერ მოიგონეს და რაც 2020 წელს გააკეთეს და რამდენიმე დღეში „აუფეთქდათ“ ბინძური სიცრუე და დასაცინები გახდნენ, სწორედ იგივე, ბოდიში ჟარგონისთვის, „გადმოაკატავეს“ 2024 წელს და ახლა არასრულ 24 საათში აუფეთქდათ ასეთი ფეიკ-ნიუსი.
ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველა საშუალების გამომყენებლები თავიანთ დესტრუქციული და უსამშობლო მიზნების მისაღწევად, რასაც აქ პოლიტიკური არეულობის შემოტანა ჰქვია”, - განაცხადა კირცხალიამ.