იოლია სანქციებისკენ მოწოდება, როცა საქართველოს საზღვრიდან ან რუსეთის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში იმყოფები - მრჩევლები არ არიან ისინი, ვინც საფასურს არ იხდიან, - განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„ვიმეორებ, ამ არჩევნებზე მიკერძოება არ მაქვს. მე არც უმრავლესობას ვუჭერ მხარს და არც ოპოზიციას. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესებს, მაგრამ თითოეულ ერს თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე აქვს ინტერესი. ეს არის ის, რაც არასდროს შეიცვლება. საქართველო არის მსოფლიო რუკაზე იქ, სადაც მდებარეობს და ჰყავს მეზობლები, რომლებსაც თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ. ძალიან ადვილია, როცა საფრანგეთში, იტალიაში ან ესპანეთში ხარ, თქვა: ქართველებო, თქვენ უნდა დაუწესოთ სანქციები თქვენს მეზობელს, თქვენ უნდა დაუწესოთ სანქციები თქვენს მთავარ [სავაჭრო] პარტნიორს, შესაძლოა, სამხედრო ქმედებებიც კი განახორციელოთ მეორე ფრონტის გასახსნელად. მახსოვს რაც მოხდა 2008 წელს, მახსოვს რჩევა, რომელიც ზოგიერთებმა მისცეს საქართველოს 2008 წელს და მერე ჩემზე უკეთ იცით, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ვინ მოვიდა თქვენს დასახმარებლად? რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა შეერთებულმა შტატებმა? რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა ევროპამ? ვიმეორებ, მრჩევლები არ არიან ისინი, ვინც საფასურს არ იხდიან. არ მგონია, საქართველოს რაიმე ინტერესი ჰქონდეს იმ კონფლიქტში შესვლის, რომელიც მისი არ არის. თქვენი მთავრობა გადაწყვეტს რა სურს, მაგრამ ფრონტის გახსნა ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელთა დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება... ვიმეორებ, ვინ მოვა თქვენს მხარდასაჭერად?! იოლია სანქციებისკენ მოწოდება, როცა საქართველოს საზღვრიდან ან რუსეთის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში იმყოფები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრჩევლები არ არიან ისინი, ვინც საფასურს არ იხდიან“, - აღნიშნა ტიერი მარიანმა..