დედაჩემს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, მარიამი რომ რადიო „უცნობში“ მუშაობს, არის ძალიან საშიში, რადგან შენ გყავს ბიჭიც და შეიძლება მას რამე მოუვიდეს, - განაცხადა ჟურნალისტმა მარიამ გაბედავამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე საუბრისას გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იმდროინდელი ოპოზიციის აქციები. რადიო „უცნობში“ ვმუშაობდი მაგ დროს. სკოლის მოსწავლე ვიყავი და მოხალისედ ვმუშაობდი. დიდი აქციები რომ იყო მახსოვს ხალხიც კი შეგვიფარებია, რომ დარბევის დროს არაფერი დამართნოდათ. მახსოვს როგორი შიში იყო. დედაჩემს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, მარიამი რომ რადიო „უცნობში“ მუშაობს არის ძალიან საშიში, რადგან შენ გყავს ბიჭიც და შეიძლება მას რამე მოუვიდეს. სულ ახლახან იყო, არ იყო დიდი ხნის წინ. ეს ყველაფერი რომ გახსოვს და მერე გამოდიან და გეუბნებიან, რომ თურმე ახლა დემოკრატიას ემუქრება საფრთხე და სიტყვის თავისუფლებას, თურმე ჟურნალისტებს უზღუდავენ თავისუფლებას, როცა რასაც უნდა იმას საუბრობენ...“, - განაცხადა გაბედავამ.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და წყდება ახლა ქვეყანაში, არის ის, ჩვენ გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სამშობლო. გვინდა, რომ სხვამ გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ და რა გვინდა, თუ გვინდა გვქონდეს ისეთი ქვეყანა, სადაც სიამაყით, ღირსეულად გავზრდით ჩვენს შვილებს. ჩემთვის ოჯახის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ეს ფასეულობები უნდა შენარჩუნდეს და ამაზე უნდა იდგეს ძლიერი სახელმწიფო, არის ნომერ პირველი. ძლიერმა ოჯახებმა გადაარჩინეს ეს ქვეყანა“,- განაცხადა გაბედავამ.