თუ არაევროპული ორგანიზაცია დებს ფულს ევროპულ ქვეყანაში, ის უნდა იყოს გამჭვირვალე და დეკლარირებული, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ის საქართველოში დებს, არ უნდა მიიღოთ კანონი, რომელიც იგივეა, რაც ევროპაში - ეს არაკეთილსინდისიერი ნაბიჯია, - განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.
„ევროპაში, ბევრ ქვეყანაში არსებობს კანონები, როდესაც საუბარია უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, უცხო ძალაზე, რომელიც აწარმოებს პოლიტიკურ საქმიანობას და რომელიც ინვესტიციას ახორციელებს პოლიტიკურ ქმედებებში და არის გამჭვირვალე, ძალიან კარგია. ბევრ ქვეყანაში არსებობს ამ ტიპის კანონი და არ მესმის, რატომ ხდება, როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა იღებს იგივე ზომებს, რასაც ევროკავშირში იღებენ, მაშინ ჩვენ ვამბობთ - არა, არ უნდა გააკეთოთ ეს. აშკარაა, რომ ორმაგი სტანდარტი არსებობს. თუ არაევროპული ორგანიზაცია დებს ფულს ევროპულ ქვეყანაში, ის უნდა იყოს გამჭვირვალე და დეკლარირებული, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ის საქართველოში დებს, არ უნდა მიიღოთ კანონი, რომელიც იგივეა, რაც ევროპაში. ყველას ესმის, რომ ეს არაკეთილსინდისიერი ნაბიჯია“,- განაცხადა მარიანმა.