2006 წლიდან ჩვენს ოჯახზე საშინელი ტრაგედია განხორციელდა. ეს მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია არ არის, ეს ქვეყნის ტრაგედია. 14 წლის ბავშვის წინააღმდეგ მთელი სისტემა იყო ჩაბმული. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის ახირება - კი, მიშა სააკაშვილის ახირება იყო, მაგრამ მიშა სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი დაუპირისპირდა ჩვენს ოჯახს, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ იტალიიდან ჩართვისას გიორგი ზერეკიძის დედამ, ლიკა ზერეკიძემ.
მან მისი ოჯახის მიერ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გადატანილზე დეტალურად ისაუბრა.
„იცით, ქვეყანაა გადასარჩენი! ქვეყანაა გადასარჩენი „ნაცმოძრაობის“, ნაცხროვისგან - უნდა გაიწმინდოს. სიკვდილს არ აქვს ხანდაზმულობა. აუცილებლად დაისჯებიან! მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას, სანამდე ცოცხალი ვარ. მე ყოველთვის, ყველგან წავალ, თუნდაც იტალიაში და ვანახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს! ძალიან ძნელი გასახსენებელია ჩემთვის ემოციურად“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძის დედამ.