26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი და დავაფიქსიროთ ის ეროვნული, ქართული და მშვიდობიანი არჩევანი, რომლის გარანტი არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„რაც შეეხება დესტრუქციულ ფლანგს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თითოეული მათი ქმედება, თითოეული განცხადება, რომელიც მათი ლობისტებიდან მოდის, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ არჩევნების შემდეგ შემოიტანონ და გააღვივონ საპროტესტო მუხტი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ როგორც კი ნახავენ იმ შედეგს, რა შედეგითაც დამარცხდებიან, დამერწმუნეთ, 26 ოქტომბრის შემდეგ არანაირი რესურსი ექნებათ, რომ რაიმე სახის დაძაბულობა ან არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.