„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას - იმოქმედოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ,“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, თუ ქართველები გადაწყვეტენ, ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ გააგრძელონ, ქვეყანა სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას.
მისივე თქმით, ამომრჩეველი კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ამ ღია შანტაჟსა და სატყუარას არ წამოეგება და არჩევანს მისი პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა და განვითარებისთვის გააკეთებს.
„ევროკავშირის ელჩი ღია შანტაჟის ენით გვესაუბრება, ის დიპლომატიური უხერხულობის გარეშე მოუწოდებს ამომრჩეველს მათ ხმა მისცენ დესტრუქციულ პარტიებს რათა გაგრძელდეს ევროკავშირისკენ სვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძლევა გაფრთხილებას, რომ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას.
ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას - იმოქმედოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
ამომრჩეველი კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ამ ღია შანტაჟსა და სატყუარას არ წამოეგება და არჩევანს მისი პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა და განვითარებისთვის გააკეთებს.
ეს განცხადებები კი მინიმუმ უხერხული და უკანონოა და საერთო ჯამში ევროკავშირის იმიჯს საგრძნობლად აზიანებს.
პოლიტიკურ ხიდჩატეხილობას ასეთი არადიპლომატიური განცხადებები საგრძნობლად ამძაფრებს და საბოლოო ჯამში ისევ ლობიზმით ნაკარნახევ აბსურდამდე მივყავართ,“ - წერს მეგრელიშვილი.