„როდესაც ევროკავშირის ელჩი შეგნებულად არღვევს თავის ფუნქცია -მოვალეობებს, პირდაპირ მუქარისა და შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის ამომრჩეველს ამაზე მეტი დარღვევა რაღა უნდა იყოს?!“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ „თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას“.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ეს არამარტო დიპლომატიური გადაცდომა, არამედ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში მიზანმიმართული და აშკარა ჩარევაა.
„როდესაც ევროკავშირის ელჩი შეგნებულად არღვევს თავის ფუნქცია -მოვალეობებს, პირდაპირ მუქარისა და შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის ამომრჩეველს ამაზე მეტი დარღვევა რაღა უნდა იყოს?! ეს არამარტო დიპლომატიური გადაცდომა გახლავთ, არამედ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში მიზანმიმართული და აშკარა ჩარევაა.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“.