"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ, გლდანის III მ/რ-ში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
დელეგატმა შეხვედრისას შეაჯამა გლდანში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მათ მოგვარებას დაჰპირდა შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
„ჩვენი ხელისუფლების და დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეკრეაციული ზონების შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში, გლდანის რაიონში ბევრი გაკეთდა. ჩემი საპარლამენტო მანდატის 4 წელს ამ პროექტების გაგრძელების მხარდაჭერას და ხორცშესხმას მოვახმარ,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.