დავით შერაზადიშვილი: ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ -პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის   დელეგატი დავით  შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

დელეგატთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუშფიკ ბორჩალი, ფარმან ბორჩალი, რასიმ ისმაილოვი და ფამილ ჩირაკოვი, რომლებიც ბოლნისის  მუნიციპალიტეტიდან არიან.