ბოლო ერთი თვეა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ვიმყოფები და თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანთან. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ის მოლოდინები, რასაც მმართველი პარტია ისახავს სამომავლო მიზნად (საკონსტიტუციო უმრავლესობა) არც თუ ისე არარეალურია, როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეებს ეჩვენებათ, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ყოველდღიურად ვაწარმოებთ შეხვედრებს. კიდევ ერთხელ ვხსნით სამომავლო საფრთხეებს, თუ რა შეიძლება მოიტანოს ქვეყნისთვის ამ ადამიანების თუნდაც სიახლოვეს გაკარებამ. ხშირად მესმის, კოალიცია... კოალიციაა... ყველა ჩვენგანი თანხმდება, რომ არც თუ ცუდი მოდელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ხალხის პირობებში, რომლებიც პოლიტიკურ სხვა ბანაკში დგანან, ეს წარმოუდგენელი მოცემულობაა, რადგან საქმე გვაქვს მავნებლებთან“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.