პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები ლეჩხუმისა და ერწოს ქუჩებზე გაიმართა. დელეგატი გურამიშვილის გამზირი N74-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა.
„სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ლეჩხუმის ქუჩის მოსახლეობასთან. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განვიხილეთ და ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენს საამაყო ვეტერან ფეხბურთელებთან, ალექსანდრე ჩივაძესთან და გელა კეტაშვილთან ერთად შევხვდით ერწოს ქუჩის მოსახლეობას. ასევე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მოვისმინეთ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძეც ესწრებოდნენ.