საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულია 144 ორგანიზაცია, 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი კი დამუშავების პროცესშია - ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.