კიევი სამოქალაქო ომის ზღვარზე (VIDEO)

კიევი სამოქალაქო ომის ზღვარზე (VIDEO)

კიევში მომიტინგეების წინააღმდეგ წუხელ ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იმ დროისთვის უკრაინაში ტემპერატურა -10 გრადუსი იყო.

მათივე ინფორმაციით, ყინვიან ამინდებში წყლის ჭავლის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და წამებას უტოლდება.

როგორც ადგილობრივი სააგენტოები წერენ, კიევის ცენტრში ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა დილით ისევ მოხდა დაპირისპირება. აქციის მონაწილეებმა ძალოვანების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები გაისროლეს. ამას "ბერკუტის" მხრიდან ცრემლსადენი გაზის გაშვება მოჰყვა.

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.