მარია ზახაროვა: რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს

მარია ზახაროვა: რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს

მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსეთი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, ძალიან არის დაინტერესებული აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საკითხებზე, ამ მიმართულებით პროგრესზე საუბარი, მხარეთა მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებებისა და რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.

„თუმცა, საქართველოდან ბოლო დროს გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებენ ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოს ხალხს სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომის გამო, გარკვეულ იმედს იძლევა“, - აღნიშნა ზახაროვამ.