გივი მიქანაძე: მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად

გივი მიქანაძე: მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემქართული ოცნებისოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად, ხოლო სუს-ის განცხადება არის პრევენციული.

მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის - მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად. ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არის პრევენციული, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მერაბ.g ჯერ ერთი, ევროპა ევროკავშირი არაა; ევროპა არის ქრისტიანული სარწმუნოება, რენესანსი, უდიდესი მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა ... ფრანგი განმანათლებლები, გერმანული ფილოსოფია, ინგლისური პოლიტეკონომია; მახინჯი და კორუმპირებული ევროკავშირი, ისევე არაა ევროპა, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია, ფაშიზმი ...
მეორე; ვინ საიდან მოიტანა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 და 85 პროცენტს ევროკავშირი უნდა? ვინ და როდის გამოიკვლია? დღეს რომ ცატარდეს პლებისციტი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ევროკავშირის წინააღმდეგ წავა მათი ლგბტ და მიგრანტების მიმართ პოლიტიკის, თუ ყბადაღებული "რუსეთზე სანქციების" გამო! (ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთისკენ სწრაფვის მომხრეები კიდევ უფრო ცოტანი არ არიან!
ჩვენ, უმრავლესობას გვინდა კარგი ურთიერთობა ყველასთან და "შორს ბინძური ხელები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისაგან!"
1 თვის უკან