კეი-პოპის ვარსკვლავმა, სამხრეთკორეული ჯგუფ BTS-ის წევრმა ჯეი-ჰოუპმა 18-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური დაასრულა.
Reuters-ის ინფორმაციით, ის ჯგუფის მეორე წევრია, რომელიც ჯარიდან დაბრუნდა. ივნისში სამხედრო სამსახური ჯინმა დაასრულა. სწორედ ის დახვდა ჯეი-ჰოუპს ვონჯუს სამხედრო ბაზაზე 100 თაყვანისმცემელთან ერთად. ჯეი-ჰოუპმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სავალდებულო სამხედრო სამსახური BTS-ის მუსიკალური პაუზის მიზეზი გახდა. ჯგუფის ბოლო ოთხი წევრი ჯარში 2023 წლის დეკემბერში გაიწვიეს. ჯგუფის სცენაზე დაბრუნებას 2025 წელს ელოდებიან, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს შვიდივე წევრი დაასრულებს.