გივი მიქანაძე: ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში

გივი მიქანაძე: ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება.

"ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში. განსაკუთრებით ეს ეხებაქართული ოცნებისკუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას და საარჩევნო რგოლების არგაშვებას. გუშინ, 16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარფში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანესქართული ოცნებისორი საარჩევნო ბილბორდი. „ქართული ოცნებისხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გადასცა 112-, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.

საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს არისქართული ოცნებისწინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას შევახსენებთ შემდეგ დარღვევებს:

15 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ განახორციელესქართული ოცნებისწინასაარჩევნო ბილბორდების დაზიანება, რაც ცალსახად სხვისი ნივთის დაზიანებას წარმოადგენს.

5ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის ქუჩა ნომერ 12-ში, „ლელოსაქტივისტმა, სალომე ტიმჩენკომ ცეცხლი წაუკიდაქართული ოცნებისსიმბოლიკას. დაწვაქართული ოცნებისდროშა.

8 სექტემბერს, აეროპორტის დასახლებაში პარტიაახალისაქტივისტებმა, პარტიის ლიდერების, მაია კოპალეიშვილისა და ანა გოგოლაძის ხელმძღვანელობით დახიეს მმართველი გუნდის გაკრული პლაკატები.

სექტემბრის დასაწყისში ოპოზიციის აქტივისტებმა საბურთალოზე, ვარკეთილში, ნაძალადევსა და დიდუბეში არაერთგზის გადააკრეს, ჩამოხიეს და დააზიანესქართული ოცნებისპლაკატები.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ხაზარაძის, გვარამიასა და კეზერაშვილის კუთვნილმა ტელევიზიებმა: „მთავარმა არხმა“ „ტვ პირველმადაფორმულამკომუნიკაციების კომისიისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეის ჩათვლით არ გაუშვესქართული ოცნებისსარეკლამო რგოლების ნაწილი, რითაც საერთო ჯამში ხუთ საათზე მეტი დროით უფასო სარეკლამო ზიანი მოგვაყენეს. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა გრძელდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერქართული ოცნებისწინააღმდეგ წარმოდგენილი დარღვევების იგნორირება. მოვითხოვთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ასახონ თავის შუალედურ თუ შემაჯამებელ ანგარიშებში ის მრავლობითი წინასაარჩევნო დარღვევა, რომელიც ჩვენს მიერ გასაჯაროვდა და ასახულიაქართული ოცნებისფეისბუქ გვერდზე ატვირთულ ანგარიშებში.

ასევე მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საკუთარ ანგარიშებში ასახონ და სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული საარჩევნო დარღვევების იგნორირება".