აუ რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს, - წერს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი და პარტია „ფედერალისტების“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩერგოლეიშვილი გვარამიას შესახებ აღნიშნავს, რომ მან „ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი“
„აუ რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს.
გიგამ ალიანსის წინაპირობად მთავარის გახსნა რომ დაუყენა გვარამიას, მეო ვერ ვაკონტროლებ მთავარს, ნაყოფია მიშლის ხელსო - ატყუებდა.
ისე უნდოდა პარტიის hostile takeover, რომ ჩვენ არ გამოვეჩინეთ - ეგ ვიღას დააინტერესებს, ჩვენ თუ ხალხთან კომუნიკაციის გზები ხსნილი გვაქვს (ელენე, ზურა და მელია კი ყავს ბანდეროლივით ამოჩრილი. სიის პირველი ნომრობაც არავის დაუთმო, ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი).
ვისაც მიშას ბეზპრედელი არ გინდათ, ბიძინას ბეზპრედელის სანაცვლოდ, ნაცებს და ახალს ხმა არ მისცეთ. ვინც დამიჯერებთ, არ ინანებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.