გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დააზიანონ „ქართული ოცნების“ ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დააზიანონ „ქართული ოცნების“ ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებს მოუწოდებს, „ქართული ოცნებისბანერი დააზიანონ. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ბანერების დაზიანების ფაქტებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ბანერებიარა ომს, აირჩიე მშვიდობა“, თავს ჭრის საზოგადოებას  დაარ შეესაბამება ქართულ გენს“, ამიტომ, სიმბოლურად ყველა უნდა მივიდეს და დააზიანოს.

ეგ ისეთი სამარცხვინო ბანერებია, მე მგონი, თქვენც უნდა მიხვიდეთ და დააზიანოთ, იმიტომ, რომ თავს ჭრის საზოგადოებას. მართლა გეუბნებით. თქვენც უნდა მიხვიდეთ ჩემი აზრით და ყველა ღირსეული ქართველის პასუხისმგებლობაა, საკუთარი აზრი გამოთქვას ამ ბანერებთან მიმართებით. მე ვფიქრობ, შეურაცხყოფა რომ ჩამოვირეცხოთ, დიახ, თქვენც უნდა მიხვიდეთ და დააზიანოთ ეს ბანერები. იმდენად სამარცხვინოა და თავის მომჭრელი და არ შეესაბამება ქართულ გენს, შინაარსს და ქართულ ისტორიას, კარგი იქნება თუ თქვენც სიმბოლურად მიხვალთ და დააზიანებთ.“ - განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

მერაბ.g შენი გენი მოვტყან!
1 თვის უკან
თომა დავი!
1 თვის უკან