CNN: აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს

CNN: აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი ერთმანეთს ფეხდაფეხ მიჰყვებიან და რბოლას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. ინფორმაციას CNN-ი ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰარისს ამომრჩეველთა 50% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს - 49%. საერთო ჯამში, ამერიკული ტელეარხის დაკვეთით ხუთი გამოკითხვა ჩატარდა. ორში ჰარისი ლიდერობს, ხოლო სამში კანდიდატთა შანსები თანაბარია.

CNN-ს Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც მოჰყავს მაგალითად, რომელთა მიხედვით, ეროვნულ დონეზე ამომრჩეველთა 50% მხარს ტრამპს უჭერს, ხოლო 48% - ჰარისს.

როცა გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებს კითხეს, თუ რა არის მთავარი ფაქტორი ან პრობლემა, რის გამოც ისინი ამა თუ იმ კანდიდატს უჭერენ მხარს, ჰარისი მომხრეებმა დემოკრატიის დაცვა, აბორტი და მისი ოპონენტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება დაასახელეს, ხოლო ტრამპის მომხრეებმა - ეკონომიკა, მიგრაცია აღნიშნეს.