ირაკლი ქადაგიშვილი: ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“ ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს

ირაკლი ქადაგიშვილი: ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“ ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს

ტერმინი – „მშვიდობიანი რევოლუცია“ ლევან ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს, რომ ახალი ტალღა რამენაირად ამ წლის ბოლომდე ააგორონ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ სიტყვების თამაშით კიდევ ბევრს დაარღვევინებენ კანონს და ბევრს გაწირავენ.

ტერმინი მშვიდობიანი რევოლუცია“ ლევან ხაბეიშვილის მოფიქრებული არ არის, გარედან იმსჯელეს, იმსჯელეს და ახალი სახელი მოიფიქრეს. ჯერ ხომ ხალხი გააბრუეს კოალიციური მთავრობით და დღეს ვხედავთ, როგორ კორტნიან ერთმანეთს ამ კოალიციური მთავრობის შემადგენელი პარტიები. როგორც კი ეს დავალება მოიხსნა, კოალიციის შინაარსიც გაქრა და არავის აღარ ახსოვს კოალიციური მთავრობა, რადგან ამათგან არანაირი რეალური კოალიციური მთავრობა არ გაკეთდება. მათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ. ესენი სიტუაციურად მართვადი პოლიტიკური ანტურაჟის მატარებელი ძალები არიან. ახლა ეს მშვიდობიანი რევოლუციაც“ გარედან შესთავაზეს, რომ ახალი ტალღა ამ წლის ბოლომდე იქნებ რამენაირად ააგორონ და ამის განხორციელების ბოლო მცდელობა ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ყველას გავაფრთხილებ, რომ ამ სიტყვების თამაშით როგორც მიიყვანეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი და დღეს სამართალში არიან მიცემულნი, კიდევ ბევრს შეაცდენენ, დაარღვევინებენ კანონს და კიდევ ბევრს გაწირავენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათაც და მათ მსმენელებსაც, დაფიქრდნენ. ამ სიტყვების თამაშით თქვენს შვილებს და ახალგაზრდებს საციხედ ერეკებიან. ერეკებიან რევოლუციისთვის ხორცის საკეპ მასალაში. იცოდნენ ისიც, რომ კანონს თუ დაარღვევენ, კანონი ამ სიტყვების მთქმელებამდეც მივა“, აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი არ არის, ამას ოპოზიციის ბაბლი აჰყვება თუ არა, მთავარია, რომ ხალხი არ აჰყვება.

მთავარი ის კი არ არის, ახლა ოპოზიციის ბაბლი აჰყვება თუ არ აჰყვება. რასაც ეტყვიან, იმას აჰყვებიან. ამას ხალხი არ აჰყვება, ეს არის მთავარი. ამათ ვინ ეკითხება რაიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომაც არის, რომ ეს ყველაფერი დამარცხებისთვის არის განწირული. მათ შორის, ვიზალიბერალიზაციაზეც გეტყვით, ალბათ იქაც ფიქრობენ, რომ ეს ბოლო ბერკეტია, რითიც უნდათ, საქართველოზე ზემოქმედება განახორციელონ. დარჩენილი ბერკეტია, პირდაპირ თუ ქვეყანას რაღაცნაირად თავს დაესხმებიან. ფიქრობენ, თუ ამასაც შედეგი არ მოჰყვა, მერე რითი ვაშანტაჟოთ ეს ქვეყანაო. საზოგადოებამ დაინახა, რომ სინამდვილეში ევროინტეგრაციის პროცესი იქცა არა ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერის პროცესად, არამედ ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამყარების, შანტაჟის და ზეწოლის იარაღად. საზოგადოებას არ უნდა ასეთი ტიპის გზის გავლა, საზოგადოებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სამართლიანი გზის გავლა სურს“, განაცხადა ქადაგიშვილმა.