„ის პატივს არ სცემს არცერთ უწყებას - არც უწყებათაშორის კომისიას, არც იუსტიციის სამინისტროს, არც ქართულ კანონმდებლობას და არც ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტის მხრიდან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის იგნორირებაზე საუბრისას.
როგორც სეფაშვილი აცხადებს, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ადასტურებს, რომ ის მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მისი მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია.
„ის არის ოპოზიციის ავანგარდში, არჩევნებში მონაწილეობს ოპოზიციის მხრიდან და არ არის, ასე ვთქვათ, ნეიტრალური ადამიანი.
ის პატივს არ სცემს არცერთ უწყებას - არც უწყებათაშორის კომისიას, არც იუსტიციის სამინისტროს, არც ქართულ კანონმდებლობას და არც ქვეყნის კონსტიტუციას.
ეს ქალბატონი მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებით მოქმედებს და სურს როგორმე ქვეყანას ავნოს და დააზიანოს. ეს არის მისი ძირითადი და ამოსავალი ინტერესი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.