2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება

როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე იყოს ადმინისტრირებული. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროცედურები და ღონისძიებები  აქტიურად ხორციელდება.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 21 ოქტომბერი - 18:00 სთ.

აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს - www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 2 51-00-51.

დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ იხილეთ:

https://cesko.ge/ge/archevnebi/2024/parlamentis-archevnebi-2024/damkvirveblebi-da-media-2024-oktomberi-/singleview/11033749-presisa-da-masobrivi-informatsiis-skhva-sashualebebis-tsarmomadgenlebis-akreditatsiis-tsesi-da-mati-uflebebi?fbclid=IwY2xjawFGP9VleHRuA2FlbQIxMAABHcSAgkqT2YvwqDm6KPOaQQmCoy6uUF56dsDqiaecsLHX8CbZom1kGD7jFw_aem_FT1uuEesz2cS_h_k9ercVw