თორნიკე მოლაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა

თორნიკე მოლაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა

ქართული ოცნებაროდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ - არავითარ შემთხვევაში, მარტო პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ხალხი, ვინც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა,  - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანმა, ვინცნაციონალურ მოძრაობასდა მის განშტოებებს მისცემს ხმას, უნდა გაიზიაროს არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მათ იციან, რომ კრიმინალებს უჭერენ მხარს და ამის მიუხედავად, მაინც მათ აძლევენ ხმას. მოლაშვილის შეფასებით, ეს დანაშაულის წახალისებაა და რა სახის იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

ეს ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ და იურისტებმა დასხდნენ და განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემსნაციონალურ მოძრაობასდანაციონალური მოძრაობისგანშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, „გირჩი“, გვარამია, მელია - ეგენი არიან ყველანი ერთნი, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია. მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე. იციან, რომ კრიმინალია, იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.“ -  განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.