„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ტყუილს ეხმიანება, რომლის თქმითაც, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული სიცრუე განხილულ უნდა იქნეს როგორც წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ამიტომ აუცილებელია, რომ სადამკვირვებლო მისიებმა, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და სათანადო რეაგირება იქონიონ.
"გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სისხლიან ხელწერას აგრძელებს და ამჟამად ავრცელებს ტყუილს თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილს პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებს.
ფაქტებით ადამიანის არათუ გარდაცვალება არამედ დაშავებაც არ დასტურდება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ბაბლის დარწმუნებას ჩვეული დეზინფორმაციით ცდილობს.
გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ეს სიცრუე განხილულ უნდა იქნეს როგორც წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამიტომ აუცილებელია, რომ სადამკვირვებლო მისიებმა, დაუყონებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და სათანადო რეაგირება იქონიონ", - წერს თამთა მეგრელიშვილი.