გიორგი ვოლსკი: უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან

გიორგი ვოლსკი: უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან

უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები ემზადებიან გარკვეული არეულობის მოსაწყობად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი.

„არის ქვეყნები ჯგუფი, რომლებსაც, რასაკვირველია, ხელისუფლების შეცვლა აწყობთ, იმიტომ რომ ისინი ჰპირდებიან, რომ შეასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ. და არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი. აი ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო პოლიტიკას, სტაბილურობის პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.