ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?! - ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე მსოფლიოს უმდიდრეს 13 ოჯახს ასახელებს, რომელთა იდეაფიქსიც მისი თქმით პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობის კონტროლია

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?! - ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე მსოფლიოს უმდიდრეს 13 ოჯახს ასახელებს, რომელთა იდეაფიქსიც მისი თქმით პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობის კონტროლია

წიგნი „გამოაშკარავებულნი“ ანუ ვინ მართავს მსოფლიოს - ამ თემაზე გადაცემა „იმედი LIVE“-ის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა, წიგნის ავტორთან, ფრანგ მწერალთან კლოდ ჟანვიესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

კლოდ ჟანვიე 20 წელზე მეტია გლობალურ პოლიტიკას იკვლევს. მისი თქმით, კითხვაზე, ვინ მართავს მსოფლიოს პასუხი მის წიგნშია, რომელშიც საუბარია მსოფლიოს უმდიდრეს 13 ოჯახზე, რომლებიც „ვანგარდ ჯგუფს“ და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აქტივებს ფლობენ.

„საქმე ეხება მსხვილ საერთაშორისო ფინანსებს, ანუ მათ, ვინც ფლობს ყველაზე მსხვილ აქტივებს მსოფლიოში, ეს ფინანსები დგას „ვანგარდ ჯგუფის“ უკან. ეს კონგლომერატი ფლობს 7 ტრილიონი დოლარის აქტივებს, დაახლოებით 30 მილიონი ინვესტორის მონაწილეობით. მაგრამ ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ „ვანგარდ ჯგუფი“ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 13 ოჯახის მიერ შექმნილი კომპანია. მათგან ორს თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ, ეს როჩილდების და როკფელერების ოჯახებია. არიან სხვებიც, ნაკლებად ცნობილი ვანდერბილტი, დუპონი, ორსინი. ასევე დავასახელებ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, ბუშების ოჯახები ფლობენ „ვანგარდ ჯგუფს“, რომლის აქციების შეძენა შეუძლებელია. ისინი ფინანსურ ბირჟაზე არ იყიდება, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას უზრუნველყოფილი აქვს სრული თავისუფლება და ეს საკვანძო საკითხია.

მათი მიზნები, ადამიანური გაგებით საღ აზრს ეწინააღმდეგება. ერთადერთი მიზანია გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, გაზარდონ შემოსავლები და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რის საშუალებასაც მისცემს დიდძალი ქონება. პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები ჩვენ არ გვგვანან. ჩვენ შეიძლება ბევრი ნაკლიც გვქონდეს, მაგრამ მთლიანობაში ვცდილობთ დადებითი საქმე ვაკეთოთ, კეთილი აზრით ვიცხოვროთ. ისინი კი ყოველ დილით იმ იდეაფიქსით იღვიძებენ, თუ როგორ გაზარდონ ძალაუფლება, შემოსავლები და კონტროლი პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობაზე და იძინებენ იმავე იდეით. ეს მათი ფსიქოტიპია“, - განაცხადა კლოდ ჟანვიემ.

Aburjga Tasmanieli საჭიროა სრულიად-ყველასთვის გასაგები და ერთმნიშვნელოვანი სვლა - 1. უნდა აღდგეს სტალინის ძეგლი გორში (ზაქარია და არჩილ ქურდიანების პროექტით აღმართული), მთავარ მოედანზე, იქ სადაც იდგა! 2. ქუთაისში სრულად უნდა აღდგეს დანგრეული მერაბ ბერძენიშვილის პროექტით შექმნილი დიდების მემორიალი ! ამის შემდეგ ალექს რაუფოღლუს, მიქაილ როთს (კოლექტიური დასავლეთი) შეუძლიათ რამდენიც უნდა იმდენი შეშფოთდენენ, იწივლ-იკივლონ!
1 თვის უკან