ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე: რაც უფრო მეტ პატივს სცემს მთავრობა საკუთარ ხალხს, რაც უფრო მეტად ზრუნავს მოსახლეობის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, თავადაც მეტ პატივისცემას იმსახურებს

ფრანგი მწერალი კლოდ ჟანვიე: რაც უფრო მეტ პატივს სცემს მთავრობა საკუთარ ხალხს, რაც უფრო მეტად ზრუნავს მოსახლეობის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, თავადაც მეტ პატივისცემას იმსახურებს

რაც უფრო მეტ პატივს სცემს მთავრობა საკუთარ ხალხს, რაც უფრო მეტად ზრუნავს მოსახლეობის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, თავადაც მეტ პატივისცემას იმსახურებს, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ ექნებოდა რჩევა პატარა ქვეყნისთვის, რომელიც დიდ პროგრესს განიცდის სხვადასხვა სფეროში, ცდილობს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ამასთან, აწყდება გარკვეულ უსამართლობას, ორმაგ სტანდარტებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.

„ჩემთვის რთულია რჩევის მიცემა ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისთვის. მე მხოლოდ მოკრძალებული მწერალი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მეტ პატივს სცემს მთავრობა საკუთარ ხალხს, რაც უფრო მეტად ზრუნავს მოსახლეობის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, თავადაც მეტ პატივისცემას იმსახურებს.

თუ ამ საკითხებს არ მიექცევა სათანადო ყურადღება, განვითარებას და კეთილდღეობას, შესაძლოა უფსკრულის პირას აღმოჩნდეთ. ნაკლებ მნიშვნელოვანია ვინ არის მმართველი. მთავარია მან იზრუნოს ქვეყნის აღმავლობაზე. სულ ეს არის საიდუმლო“, - აღნიშნა ფრანგმა მწერალმა.