ევროპარლამენტის პრობლემა ის არის, რომ სრულად დაქვემდებარებულია მმართველ ფინანსურ ოლიგარქიას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტის იმ მოწვევამ, რომელმაც უკვე დაასრულა მუშაობა, საქართველოსთან მიმართებაში არაერთი უსამართლო რეზოლუცია მიიღო, თუმცა ფართო საზოგადოებას თავი ალბათ უფრო კორუფციული სკანდალების სიმრავლით დაამახსოვრა. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს უკანონო ფინანსური გარიგებების ასეთი მასშტაბი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში?“
„როგორც იცით, თავად საკანონმდებლო ორგანო მართვის პროცესში არ მონაწილეობს. გადაწყვეტილებებს კომისრები იღებენ, მაგრამ ისინი არავის აურჩევია.
ჩვენ, ამომრჩეველს, მათთვის ხმა არ მიგვიცია. ამის შედეგია, რომ დღეს ევროკავშირის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც სრულიად არალეგიტიმურია, რადგან არ არის არჩეული ევროპელი ხალხის მიერ. ის დასმულია ამ თანამდებობაზე კომისრების მიერ. სკანდალებს რაც ეხება, ყველაზე ცნობილია კომპანია „ფაიზერთან“ დაკავშირებული უკანონო გარიგება და ბევრი სხვა. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ ის არის, რომ ეს ინსტიტუტი მთლიანად ანგლოსაქსური ფინანსური ინტერესების სამსახურშია“, - აღნიშნა ფრანგმა მწერალმა.