საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი – დუდა სანაძე ევროთასებისთვის კვიპროსულ ანორთოსისს დაემატა. როგორც ფამაგუსტას კლუბი განმარტავს, სანაძე ანორტოსისს მხოლოდ ევროტურნირზე დაეხმარება.
სანაძე ანორთოსისში 2 წლის წინ თამაშობდა და შედეგიანადაც. 17 მატჩში საშუალოდ 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4.0 პასი და 1.5 ჩაჭრა. იმ სეზონში სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეული გახდა და ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ანორთოსისს ფიბას ევროთასზე B ჯგუფში მეტოქეებად ესპანური სარაგოსა, სლოვაკური ლევიცე და თურქული ბურსასპორი ჰყავს. კვიპროსულმა კლუბმა ერთი მატჩი უკვე ჩაატარა და შინ ლევიცესთან 72:83 წააგო. 16 ოქტომბერს ანორთოსისი ბურსასპორს ესტუმრება და სანაძის დებიუტიც სავარაუდოდ აქ შედგება.