სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.
არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიის ნაკრები 6:0 გაანადგურა. ეს მატჩი ლიონელ მესის ბენეფისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, გარდა ამისა, ორი საგოლე პასიც გააკეთა.
მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრებში 10-ჯერ შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება.
არგენტინის ნაკრები 22 ქულით ლიდერობს შესარჩევ ეტაპს და ფაქტობრივად უკვე გასულია მუნდიალზე.
ბრაზილიამაც დამაჯერებლად მოიგო, შინ 4:0 გაანადგურა პერუს ნაკრები და ზედიზედ მეორე გამარჯვებით სატურნირო ვითარება გამოისწორა. „სელესაო“ ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ 16 ქულა აქვს და თავს მშვიდად გრძნობს.
კოლუმბიამაც 4:0 გაიმარჯვა, კრიზისში მყოფი ჩილეს წინააღმდეგ, პარაგვაიმ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო უშუალო კონკურენტ ვენესუელას, ხოლო ურუგვაის და ეკვადორის ნაკრებები უგოლოდ დაზავდნენ.