15 ოქტომბერს, ლას-ვეგასში ოზი ოსბორნის ყოფილი გიტარისტი, ჯეიკ ლი, დაჭრეს. ამჟამად ის ჰოსპიტალიზებულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. TMZ-ს ინფორმაციით, გიტარისტი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც უცნობმა პირმა ესროლა.
ამ დროისთვის, დამნაშავე არ დაუკავებიათ და სროლის მოტივიც უცნობია.
ოზი ოსბორნმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა:
"37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეიკი ბოლოს ვნახე, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო. მომხდარი იარაღით ძალადობის კიდევ ერთი, უაზრო აქტია. მინდა მოვიკითხო ჯეიკი და მისი ულამაზესი ქალიშვილი. მათ წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, ჯეიკი მალე გამოჯანმრთელდება." — აცხადებს ლეგენდარული მომღერალი TMZ-თან ინტერვიუში.