ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის

არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ენჯეოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები.

ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ დაკვირვებისთვის, ჩვენ თავიდანვე, თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთივს ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო .. ორგანიზაციების აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს .. პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იგივე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ენჯეოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.