„ბაიერის

„ბაიერის" ერთ-ერთი ვარსკვლავი შესაძლოა მადრიდის „რეალში" გადავიდეს

მადრიდის „რეალი" „ბაიერ ლევერკუზენის" მარჯვენა მცველით, ჟერემი ფრიმპონგით დაინტერესდა - გვამცნობს Sky Sports.

მისი კონტრაქტი, რომელიც 2028 წლამდეა გათვლილი, მოიცავს გამოსყიდვის პუნქტს მომავალ ზაფხულს, დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობით.

ჟერემიმ მიმდინარე სეზონში კლუბის 9 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრიმპონგი შესაძლოა შეუერთდეს „ლივერპულს“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კლუბიდან მადრიდის „რეალში“ შესაძლო წასვლის შემთვევაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფრიმპონგმა ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 14 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.