გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა, სამწუხაროდ, ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე გერმანიის ელჩის რიტორიკულ განცხადებას თბილისის მერ კახი კალაძის მიმართ, სიტყვებით - „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“.
მისივე თქმით, პიტერ ფიშერის შეფასება ავტოგოლთან დაკავშირებით არასერიოზულია და მის ქარაგმებით საუბარს, ღია საქმიანი დისკუსია სჯობს, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დიდი უპირატესობა ექნებათ, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.
„გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა, სამწუხაროდ ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში. ელჩის შეფასება ავტოგოლთან დაკავშირებით არასერიოზულია, ქარაგმებით საუბარს, ღია საქმიანი დისკუსია სჯობს, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის.
ელჩის კომენტარი კალაძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სრულიად უადგილო, დამამცირებელ განცხადებას მოჰყვა. ბატონო პიტერ, სხვისკენ თითის გაშვერამდე, უკან მიიხედეთ, აქვთ კი თქვენი გუნდის წევრებს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარების და დამრიგებლური ტონით საუბრის უფლება?
პ.ს. გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰუბერტ კნირში გახსოვთ? ჰუბერტი ნამდვილად საქართველოს მეგობარი იყო, რომელიც დიახ ქართველი ხალხის გვერდით იდგან რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, დღევანდელი ელჩი კი არა ქართველი ხალხის, არამედ ადამიანთა ვიწყო ჯგუფის გვერდით დგას,“- წერს დავით ჩიხელიძე.