ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სლოვენიის წინააღმდეგ 24 წლის ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თავისი 33-ე და 34-ე გოლები გაიტანა.
შედეგად ჰოლანდმა იორგენ იუვეს გადაასწრო, რომელმაც 1928-1937 წლებში ნორვეგიის ნაკრებში 45 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. ჰოლანდმა კი, 34 გოლის გატანას 36 მატჩი მოანდომა, რაც საოცარი მაჩვენებელია.
ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს.