დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს მიმართავს: ჩვენს ქვეყნებს, ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შუამავლების გარეშე, ურთიერთობების დალაგების.  ჩვენზე კარგად იცით, რომ deep state, ანუ

დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს მიმართავს: ჩვენს ქვეყნებს, ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შუამავლების გარეშე, ურთიერთობების დალაგების.  ჩვენზე კარგად იცით, რომ deep state, ანუ "გლობალური ომის პარტია" - რეალობაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს და აშშ-ს საელჩოს მიმართავს. ექსპერტი აშშ-ს ელჩს მისი ქვეყნის უახლოეს ისტორიას ახსენებს, BLM მოძრაობას იხსენებს და აშშ-ს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების დახმარებით აღწერს, რამდენი ადამიანი დაშავდა და რა ზარალი მიადგა ამერიკის სხვადასხვა ქალაქს, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის შედეგად, და აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი სცენარი საქართველოში ვერ შედგება. 

„საქართველოში მოძრაობა Nazzi Lives Matter ვერ აგორდება. ჩიტი, ანუ მცდელობაც კი - ბრდღვნად არ ღირს“- წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ამერიკასა და საქართველოს, ჯერ კიდევ აქვთ ურთიერთობების დალაგების საშუალება, ყველანაირი შუამავლის გარეშე.

„მივესალმები რა ქალბატონი ელჩის გუშინდელ პრაგმატულ განცხადებებს, უბრალოდ, მინდა შევახსენო მისი ქვეყნის უახლოესი ისტორიიდან მხოლოდ მშრალი ფაქტები და დავარწმუნო: საქართველოში მსგავსი სცენარის განხორციელება განწირულია წარუმატებლობისათვის. ხოლო გარეშე აქტორების მხრიდან, მცდელობის დონეზეც კი, მსგავსი მოვლენების დადასტურებულმა გამოვლენამ, ამ მავნებლური ძალების საქართველოსთან ურთიერთობები ფატალურ წერტილამდე შეიძლება უკუაგდოს.

შეგახსენებთ ქალბატონო ელჩო, რომ მოძრაობა BLM (Black Lives Matter) საპროტესტო ღონისძიებების შედეგად, ამერიკის 49 ქალაქში დაკავებული იყო 14 000 კაცი, პროტესტების მიმდინარეობისას დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი. ამერიკული ოფთალმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 30 ადამიანს მხედველობის დაზიანება მიაყენეს, აქედან ათმა სრულად, ან ცალ თვალზე დაკარგა მხედველობა - ძირითადად პოლიციური რეზინის ტყვიით. მხოლოდ: მინეაპოლისში განადგურებული იყო 220 შენობა, მიყენებული ზარალი - 55 მილიონი დოლარი; დენვერში - ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 5,5 მილიონი; პორტლენდში - ორგანიზაცია Portland Business Alliance გამოთვლებით, ზარალმა მიაღწია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს.

Amnesty International-ის მონაცემებით, პოლიციური დანაყოფების მიერ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებს ადგილი ჰქონდა 110 შემთხვევაში, ქვეყნის 34 შტატში. დაფიქსირებული იქნა სატრანსპორტო საშუალებების მომიტინგეთა რიგებში შევარდნის 66 შემთხვევა, აქედან შვიდი - პოლიციელების მხრიდან.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მონაცემებით, ქვეყნის 30 ქალაქში განხორციელდა, როგორც მინიმუმ, 68 შეტევა ჟურნალისტებზე, მათ შორის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. U.S. Press Freedom Tracker-ის ინფორმაციით, ასზე მეტი ჟურნალისტი დაპატიმრებული იყო საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, 114 ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა უშუალოდ პოლიციელების მიერ - მთლიანობაში ჟურნალისტებზე ძალადობის განხორციელების 80% პოლიციური დანაყოფების ნამუსზეა.

აღარ დავთვლი მაღაზიებსა და რესტორნებზე მოროდიორობის ფაქტებს - როდესაც ქონების გადარჩენის მიზნით, აფროამერიკელები თავის სავაჭრო ობიექტებს აწერდნენ: "ამის პატრონი ზანგია" - მაგრამ უშედეგოდ. არ დავწერ არც თეთრკანიანებთან მიმართებით გამოვლენილი რასიზმის უამრავი ფაქტებისა და გაუგონარი სისასტიკის შესახებ. არც ამერიკის დამაარსებლების განადგურებულ ძეგლებზე.

საქართველოში მოძრაობა Nazzi Lives Matter ვერ აგორდება. ჩიტი, ანუ მცდელობაც კი - ბრდღვნად არ ღირს. ჩვენს ორ ქვეყანას, ჯერ კიდევ გვაქვს ისტორიული შანსი ყოველგვარი შუამავლების გარეშე, ურთიერთობების დალაგების. და თქვენ, ამ შუამავლის შესახებ მშვენივრად ხართ ინფორმირებული. თქვენ ჩვენზე კარგად იცით, რომ deep state, ანუ "გლობალური ომის პარტია" - რეალობაა და არა ილუზია. ჩვენი მხრიდან კი მინდა ვუსურვოთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, 5 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადალახონ თავის ისტორიაში, კიდევ ერთი, მძიმე გამოწვევა. God Bless America and Georgia,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.